საჩხერის სამედიცინო ცენტრში, 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა.
როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.
მას იმუნურ ფაზაში უარყოფითი დინამიკა გამოეხატა, თუმცა მყისიერი რეაგირებისა და მკურნალობით პაციენტის გამოჯანმრთელება მოხერხდა.