"თავის შვილები არ უცემია და ეგენი რატომ უნდა ეცემა" - 46 წლის მოძალადეს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

რა ბედი ელით არასრულწლოვნებს, რომლებზეც ბიძა ძალადობდა - ბავშვები სოციალურ მუშაკებს დროებით თავშესაფარში არ მიჰყვებიან. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. 10 წლის გოგოს და 13 წლის ბიჭის დედა უარყოფს, რომ დის ქმარი მის შვილებზე ძალადობდა. 

ზეწოლასა და ტერორს არასრულწლოვნებზე უარყოფს დაკავებულის მეუღლეც. 46 წლის მოძალადე კაცი კი გლდანის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

"თავის შვილები არ უცემია და ეგენი რატომ უნდა ეცემა", - ამბოსბ დაკავებულის ყოფილი ცოლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი