ჭიათურაში პროტესტი გაგრძელდება. გაფიცული მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებას, 250 ლარით ხელფასის გაზრდაზე, არ თანხმდებიან და ამბობენ, რომ ეს თანხა არასაკმარისია.
ცამეტივე მაღარო ქალაქში ამ დროისათვის გაჩერებულია. მუშები ანაზღაურების 50%-იან გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბური აქციებს აანონსებენ.
პროტესტი ქალაქში დილიდან დაიწყო. მუშების მოთხოვნებს სპეციალური განცხადებით უპასუხა "ჯორჯიან მანგანეზმა"