ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა და პატიმრობაში მყოფმა მისმა ექვსმა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანაც.

დაკავებულის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი