ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. პაციენტი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გვიან ღამით შეიყვანეს. 51 წლის ქალი კლინიკაში თანმდევი დაავადებებით მოათავეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 10 პაციენტი რჩება, აქედან სამს დღეს გაწერენ.