დღევანდელი, 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4007 გახდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 463 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.