კომენდანტის საათის დროს, ახმეტაში 2 მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. შემთხვევა გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა. 

წაღებულია ნავაჭრი თანხა და დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. 

მაღაზიის მფლობელის თქმით, ქურდობამდე სავარაუდო დამნაშავემ სათვალთვალო კამერები გამორთო და რკინის საჭრელით დააზიანა აპარატიც. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი