"30 აპრილს ველოდებით „ასტრაზენეკას“ მეორე პარტიას და შემდეგ მაისის შუა რიცხვებში მესამე პარტიას, რომელიც გამოყენებული იქნება მეორე დოზით ასაცრელად იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ამის პრობლემა არ არის. უნდა ვეცადოთ ყველა ერთად, რომ პირველი დოზები არ დარჩეს გამოუყენებელი. უნდა გაფართოვდეს აცრები ქვეყანაში. გამორიცხული არ არის, რომ ასაკმა დაიწიოს ისევე როგორც, მოგეხსენებათ ბევრ ევროპულ ქვეყანაში „ასტრაზენეკაზე“ უკვე 30 წელს ზევით იწყება აცრა. დარწმუნებული ვარ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით"
ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე