ერთი შეხედვით საერთოდ ვინ ეკითხება ხო? მაგრამ გოგა ხაინდრავა, "უცნობი", ეს ერთი ჯგუფია - ვახო სანაია მუქარაზე

გამოქვეყნდა:

"ეს პირდაპირ განცხადებული მუქარაა, არ ვიცი ვინმეს ექნება თუ არა რეაგირება ამაზე ხელისუფლებიდან, იმიტომ, რომ ეს სწორედ ხელისუფლებიდან მოდის", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია  გოგა ხაინდრავას მუქარას. 

სანაიას თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების პროპაგანდისა და აგრესიული რიტორიკის შედეგი და დადასტურებაა.

"თუკი ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა იმაში თუ რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ შემთხვევით არ ვლაპარაკობთ, რომ ეს ყველაფერი მოდის ხელისუფლებისგან. ეს მთელი კამპანია და მთელი პროპაგანდა, აგრესიის ქადაგება ამის დადასტურებაა ის, რაც თქვა გოგო ხაინდრავამ. ერთი შეხედვით საერთოდ ვინ ეკითხება ხო? მაგრამ გოგა ხაინდრავა, უცნობი ეს ერთი ჯგუფია, გაგრძელებაა ხელისუფლების წახნაგებია, თავისი ფუნქციით. მაგრამ გოგა ხაინდრავას საკითხი კიდევ ცალკეა, იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს უზის მაგიდაზე და მის ვიწრო გარემოცვას წარმოადგეს. ეს პირდაპირ განცხადებული მუქარაა, არ ვიცი ვინმეს ექნება თუ არა რეაგირება ამაზე ხელისუფლებიდან, იმიტომ, რომ ეს სწორედ ხელისუფლებიდან მოდის", - თქვა ვახო სანაიამ.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.  შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

"უცნობი" კი მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს და ამ მოთხოვნით 29 აპრილს აქციის გამართვასაც გეგმავს. უცნობმა მზადყოფნა გამოთქვა, სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს გირაოც გადაუხადოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი