"მიიღებს პასუხს" - გოგა ხაინდრავა ვახო სანაიას დაემუქრა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ვახო სანაიას გოგა ხაინდრავა ემუქრება და ამბობს, რომ სანაიამ ლევან და გია გაჩეჩილაძეებს აგინა, შესაბამისად, "პასუხს მიიღებს":

ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა მოერიდოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის მშობლებს. საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეკრებილი" - ამბობს ხაინდრავა.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.  შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

"უცნობი" კი მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს და ამ მოთხოვნით 29 აპრილს აქციის გამართვასაც გეგმავს. უცნობმა მზადყოფნა გამოთქვა, სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს გირაოც გადაუხადოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი