ახალი დეტალები წვევამდელების დამამცირებელი დასჯისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში - მოძალადე მეთაურების უკანონო ქმედებებზე სხვა სამხედროები ალაპარაკდნენ. ისინი დეტალურად ყვებიან ბრალდებულ დევდარიანსა და ერთ-ერთ დაზარალებულს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. 

ჯარისკაცთა ნაწილი გამოკითხვაზეც დაიბარეს.

"მე მახსოვს, რომ მწყობრში ვიყავი და გავიგე კონფლიქტის ხმა. დიმიტრი დევდარიანი იყო და ჯარისკაცი", - ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი.

ჯარში, არაადამიანური მოპყრობის გამო, შსს-ს 2 მაღალჩინოსანი 21 აპრილს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების - გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი - დევდარიანის ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს, ბიჩელაშვილის ადვოკატი - 10 000-ლარიან გირაოს. 

მანამდე კი, ცნობილი გახდა კიდევ ერთი დეტალი:

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი