ზუგდიდში სავალუტო ჯიხური გაქურდეს, წაღებულია 10 000 ლარის ოდენობის თანხა. პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ბ.ხ. უკვე დააკავა.
დაკავებული კაცი, ვალუტის ჯიხურში თანხის გადასახურდავებლად მივიდა, როდესაც მას ჯიხურში მომუშავე ა.ბ.-მ თანხის გადასახურვადებლად უჯრა გახსნა, დაკავებულმა ის სწორედ ამ დროს გაქურდა და ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული და დაზარალებული ამ დროისთვის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
სამართალდამცველებმა ბ.ხ. შემთხვევიდან ერთ საათში მეგობრის სახლში დააკავეს, სრულადაა ამოღებული წაღებული თანხაც.
საქმეზე გამოძიება 177-ე ქურობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია.