COVID 19 - თბილისის კლინიკებიდან დღეს, სავარაუდოდ, ოთხ პაციენტს გამოწერენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისისა და მარნეულის კლასტერს უკავშირდება. დღეს დადასტურებული შემთხვევები ხუთით გაიზარდა და ამ დროისათვის, ოფიციალურად, 615 პირია ინფიცირებული.

ახალი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, ხოლო ერთიც, რუხის მიმღებ ცენტრშია მოთავსებული.

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას - ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 48 პაციენტია მოთავსებული, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ პაციენტს თანდაყოლილი ქრონიკული დავადებები აღენიშნება, რის გამოც, მასთან კოვიდინფექცია პროგრესირებს.

თბილისის მასშტაბით კი დღეს, სავარაუდოდ ოთხი პაციენტი, საავადმყოფოს დატოვებს.

რეანიმაციაში რჩება ოთხი პაციენტი, ორის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე. ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია, ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზეა, - აცხადებს პრიველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კი შვიდი მოზარდი მკურნალობს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი, აქედან Covid 19-ის დიაგნოზის მქონე - 68. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. ცხრა პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

ამ დროისათვის ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 25 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან. პასუხები სავარაუდოდ ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში, 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი