ციცაბო იქნება, პლატო თუ პიტალო, ფაქტია, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია უკვე ნამდვილად საგანაგაშო სტადიაზე გადადის. ვერაგ და დაუნდობელ ვირუსზე უფრო დიდი საფრთხე კი ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა გახდა. მასობრივი ვაქცინაცია ისევ ვერ იწყება, ვისთვისაც გვყოფნის ვაქცინა - მათ დარწმუნებასაც კი ხელისუფლება ვერ ახერხებს, აიცრან და ამით გადაარჩინონ თავისი და ირგვლივ მყოფთა სიცოცხლე.
ისრაელს პანდემიის 8 თვის განმავლობაში დღეს პირველი დღე ჰქონდა, როცა არც ერთი კოვიდ გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, ცხადია ეს სწორედ აცრის შედეგია. საქართველოში კი დღეს უკვე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდ პაციენტების მისაღებად საავადმყოფოებში ადგილი აღარ დარჩა. პაციენტებს, მათ შორის უმძიმესებსაც - სახლში უშვებენ და გარდაუვალი სიკვდილისთვის წირავენ.
გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი - "კლინიკებში ადგილები აღარ არის"