გამარჯვებას ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

გამოქვეყნდა:

სერბეთის სახელით მოასპარეზე ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი გამარჯვებას დაპატიმრებულ მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებსა და ნიკა მელიას უძღვნის. დათუნაშვილი თვლის, რომ სამივე მათგანი უკანონო პატიმარი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

"მთავართან", ტურნირის მოგების შემდგ დათუნაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ, იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო და სხვა ქვეყნის სახელით გაეგრძელებინა ასპარეზობა.

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი უკვე მესამედ მოიპოვა, თუმცა წინა 2 შემთხვევაში მოჭიდავე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი