საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჯარო სკოლებში კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სრულ დისტაციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასია გადაყვანილი.
17-25 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0.3%-ს და მოსწავლეთა 0.01%-ს დაუდასტურდა.
იხილეთ ასევე: