კორონავირუსის ახალი შტამები - ამერიკაში მცხოვრები მეცნიერის, ცოტნე ჯავახიშვილის პროგნოზი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი მსოფლიოში" სან დიეგოს სკრიპსის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტის გენომიკისა და სინთეტური ბიოლოგიის მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი, კორონავირუსის ახალ შტამებზე, ვირუსის მუტაციებსა და ვაქინაციაზე საუბრობს და პროგნოზსაც აკეთებს.

როოგრც ის ამბობს, ადრე თუ გვიან, კორონავირუსის აგრესიული შტამი წარმოიქმნება, რომელიც საკუთარ თავს თავად გაანადგურებს, ისვე როგორც ეს "მესისა" და "სარსის" შემთხვევაში მოხდა. მისივე თქმით, სწორედ "სარსის" პირველი აფეთქების შემდეგ შესწავლილი ღამურის გენომიდან გამოიკვეთა, რომ ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა ახალი ვირუსული ინფექცია, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში მოხდა. 

"სარსის დროს გაკეთდა ღამურის გენომი და სწორედ მაშინ იყო ვარაუდი, რომ ღამურები ძალიან დიდი რეზერვუარია ეპიდემიოლოგიურად და ადრე თუ გვიან იქ რაღაც ისეთი გაჩნდებოდა, რასაც ექნებოდა შანსი სხვა ცოცხალ ორგანიზმებშ გავრცელებულიყო", - ამბობს ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, ვირუსმა მუტაცია ინდივიდის დონეზე შეიძლება განიცადოს. კორონავირუსის გენომი გაშიფრულია, მაგრამ როგორ მოიქცევა ჩვენთან ურთიერთობის დროს პროგნოზირება რთულია. ვიცით, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება უფრო აგრესიული ვარიანტი, რაც მოხდა ინდოეთის შემთხვევაში. რომელიც ვირუსის უფრო აგრესიული ფორმაა და რეკორდულად სწრაფად ვრცელდება. 

"რასაც ვხედავთ სურათს, ცალსახაა დასკვნა, გენომის დონეზე რაც მოხდა, რასაც ვუყურებდით ჩვენ სურათს, ამერიკული მუტაციაცაა 5 მუტაცია გაჩნდა და ერთი ინდური, ინდოეთის შემთხვევაში, არის მუტაცია ერთი ბრიტანულის, ერთი ამერიკულისა და სამხრეთ აფრიკულში და ბრაზილურ შტამში. მუტაციის ანატომაი, რომ გავაკეთოთ იქ არის ერთი ადგილი სადაც სხვადასხვანაირი მუტაცია მოხდა", - თქვა ცოტნე ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, მუტაციების საშიშროება რეალურია, თუმცა როგორი ფორმით მოხდება მუტაცია ამის პროგნოზირება რთული.

ასევე, როგორც ჯავახიშვილი ამბობს, არსებულ სიტუაცია ვაქცინაცია ერთადერთი და აუცილებელი პირობაა, რომელიც მართალია სრულად არ გვიცავს, მაგრამ ამაზე ეფექტური იარაღი არ არსებობს.

"ვაქცინაცია სწრაფად უნდა განვახორციელოთ იმიტომ, რომ დრო რომელიც ამ პროცესში იკარგება ვირუსისთვის მუშაობს", - ამბობს ის.

ჯავახიშვილი განმარტავს იმასაც, რომ არაფერია საგანგაშო იმაში, თუ რომელიმე ვაქცინის სამი დოზაა საჭირო და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ საბოლოო ჯამში ვირუსის წინააღმდეგ მდგრადი იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი