"ვაქცინები დღეს იქცა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის იარაღად ძლიერი სახელმწიფოების ხელში, ანუ ვინც ეს ვაქცინები შექმნა. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა პანდემიისა, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი. COVAX-ი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, იმიტომ რომ, ჯერჯერობით,
COVAX-ზე არ არის. ჩვენ იმდენი ფული გვაქვს გადახდილი, COVAX-დან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, COVAX-ზე არ არის ვაქცინები".
- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV პირველის ეთერში.