ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 147 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 125 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.