ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებულს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. სოფელში გავრცელებული და დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრა სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი