ესაა აღიარება, რომ მერაბ კობიაშვილი თავდაცვის მდგომარეობაში იყო - ადვოკატი ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ბრალის წარდგენაზე

გამოქვეყნდა:

გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფიგურანტებს, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანან, ბრალი მხოლოდ სამი თვის შემდეგ წარუდგინეს. გენერალური პროკურატურა მათ მკვლელობაში ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავება. არც ერთი მათგანი დაკავებული არაა და საგამოძიებო ორგანომ მათ მხოლოდ ბრალის დადგენილება გააცნო. ასევე ცნობილია ის, რომ დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდების საქმე, ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას პირველივე დღიდანვე ჰქონდა ძალიან ბევრი ჩანაწერი და ეს პირებიც იდენტიფიცრებულები იყვენ, მათთვის ბრალის წარდგენა, მხოლოდ სამი თვის შემდეგ გადაწყვიტეს. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აღიარება იმისა, რომ მერაბ კობიაშვილი თავდასხმის დროს, თავდაცვის მდგომარეობაში იყო, - ამბობს კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

მისივე თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი, მიშო უნდილაშვილი, თავდაპირველ ჩვენებაში ამბობს, რომ კობიაშვილმა მას ორი კვირით ადრე სცემა, ახალ ჩვენებაში კი ამბობს, კობიაშვილმა მას, სწორედ 16 თებერვალს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სცემა.

ბრალდებული ახალგაზრდების ადვოკატი ჯერჯერობით საქმეზე არ საუბრობს და ამბობს, რომ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.

​შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუდაურში 16 თებერვალს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

გენერალურმა პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებულ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმა და გამოძიება ახლა განზრახ მკვლელობისა და ცემის მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდებს ბრალი წაუყენა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი