შსს-მ მოგებული სარჩელი სააპელაციოში გამისაჩივრა და 20 ლარს მთხოვს - მოქალაქე

გამოქვეყნდა:

"მოგებული სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამისაჩივრა სააპელაციოში და 20 ლარს მთხოვს", - ამის შესახებ მოქალაქე ლაშა კაპანაძე Facebook-ზე წერს:

10 მარტს რომ მოვიგე საჩხერის რაიონულ სასამართლოში პირბადის საქმე ხომ გახსოვთ? შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამისაჩივრა სააპელაციოში და 20 ლარს მთხოვს. სირცხვილია, სირცხვილი !!!, - წერს კაპანაძე.

საქმე ეხება საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ღია სივრცეში პირბადის არტარებისთვის დაწერილი ჯარიმა გააუქმა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. პირბადის ტარება სავალდებულო ღია და დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი