ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 001 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 148 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 126 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.