ამ წუთებში თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ფაქტს, "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორებს ეხება და გავრცელებული ინფორმაციით, სქემაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ.
უწყების განცხადებით, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.