"დღეს გამოკითხული მოწმე არაფერ შუაშია, არ მიუღია მონაწილეობა"... - ივერი მელაშვილი

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა მორიგი სხდომა კარტოგრაფების საქმეზე, სადაც ბრალდების მხარის მოწმე, კომისიის ყოფილი წევრი ლევან ჯღარკავა გამოიკითხა. დაცვის მხარე და ბრალდებულები ამბობენ, რომ მოწმის ჩვენება კატროგრაფების ბრალეულობას არ ადასტურებს, რადგან ჯღარკავას მუშაობის პერიოდში, კომისიის სხდომა არც კი ჩატარებულა. 

"დღეს გამოკითხული მოწმე არაფერ შუაში არაა, არ მიუღია მონაწილეობა.. სხდომა არც კი ჩატარებულა"... - ამბობს საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილი.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჯღარკავას ჩვენება მნიშვნელოვანია და მას სხდომებზე მიზანმიმართულად არ ასწრებდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი