
მედიკოსების გეგმიური შემოწმებისას, PCR კვლევის შედეგად, საგარეჯოში მცხოვრებ მედდას COVID 19 დაუდასტურდა.
მედიკოსი როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის, ასევე საგარეჯოს ჯეოჰისპიტალის თანამშრომელიცაა.
საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ინფიცირებულის ცხრა კონტაქტი. ისინი მისი ოჯახის წევრები და მეზობლები არიან.
მედდის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.