
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელებიდან ერთი ამნისტიის წინააღმდეგია - ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, როგორც სპეცრაზმელის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ ძალაუფლებისთვის არ გადაუმეტებია, შესაბამისად ამნისტიაც არ სჭირდება
ყოფილი სპეცრაზმელები ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ, ამჟამად კი აღკვეთის სახით, 10 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული:
"გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს ასევე აღიარებს ლევან იმერლიშვილიც, ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება” აცხადებენ ორგანიზაციაში.