ზუგდიდში ახალგაზრდა კაცმა მეზობელი დაჭრა

გამოქვეყნდა:

დაჭრა ზუგდიდში - კომბინატის დასახლებაში, 45 წლამდე კაცმა, გ.თ.-მ თავისივე მეზობელი გ.დ. დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ურთიერთშელაპარაკების მოტივი, სავარაუდოდ, სიმთვრალე გახდა. 

როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, დაშავებულს მსუბუქი დაზიანება მიადგა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სტაციონალური დახმარების შემდეგ სახლში გაწერეს.

პოლიციამ გ.თ. შემთხვევის ადგილას ცხელ კვალზე დააკავა. ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია პატარა, ე.წ. "ბაბოჩკა" დანა. 

შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი