
რიონის ხეობის მცველები დღეს, 28 აპრილს აქციას წყალტუბოში გამართავენ. ისინი 12 საათისთვის სასამართლოსთან შეიკრიბებიან. სასამართლომ, ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დარღვევების ოქმზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
"ორი სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა წყალტუბოში "ენკასთან" დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე, რომ თავად სამინისტროს ქვეუწყება, ინსპექტირების სამსახური ედავება მათ, რომ უნებართვოდ ახორციელებენ სამუშაოებს რიონის ხეობაში. არის დასკვნითი პროცესი", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცველები აქციების გამართვას სხვა ქალაქებშიც გეგმავენ. ისინი 183 დღეა რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ და 23 მაისს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებენ.