ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით - 3 კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ დევნა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის სამ ფაქტზე, სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. მათ ფიქტიურად საწარმოები ოჯახის წევრებზე და ახლო ნათესავებზე დაარეგისტრირეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ფიქტიურად დაარეგისტრირეს ახალი საწარმოები ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე.

აღნიშნულ საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით განახორციელეს მათზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაწერა, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი