ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 149 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 127 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.