STOP COVID აპლიკაცია არ მუშაობს. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი პროგრამა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

მოსახლეობის ნაწილმა სმარტფონში გადმოწერილი აპლიკაცია უკვე წაშალა. 16 აპრილიდან დღემდე, რაც აპლიკაცია ამუშავდა, კორონავირუსი 270-მდე ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა მომხმარებლებისთვის ინფიცირებულის შესახებ არ უცნობებიათ.

თბილისში გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი აპლიკაციის გადმოწერას არ გეგმავს, ნაწილს კი STOP COVID-ის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.

კორონავურისთან ბრძოლისას ხელისუფლებას ეთნიკური უმცირესობები ამჯერადაც დაავიწყდა. ყველაზე მძიმე ვითარება ამ დროისთვის ქვემო ქართლშია. ეს აპლიკაცია კი ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობისთვის არ გაუთვლიათ. STOP COVID მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა და მასში აზერბაიჯანული და სომხური ენების დამატებაზე ჯანდაცვის სამინისტროში საუბარიც კი არ ყოფილა.  

აპლიკაციის შესახებ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ქვემო ქართლში. რისთვის არის ეს აპლიკაცია, საერთოდ არ ვიცით. მე ვიცი, რომ ეს აპლიკაცია ორენოვანია, ქართული და ინგლისური, შესაბამისად, მთავრობამ ის რეგიონი არ გაითვალისწინა, სადაც უმრავლესობა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ქართულს არ ფლობენ. ამ აპლიკაციის შესახებ რომც იცოდნენ და გადმოწერონ, ვერ გამოიყენებენ, რადგან ჩვენთვის გასაგებ ენაზე არ არის. კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენც გავხსენებოდით, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის აპლიკაცია 200 ათასმა ადამიანმა ჩამოტვირთა. თუმცა, უცნობია, რამდენმა წაშალა არაეფექტურობის გამო საკუთარი სმარტფონებიდან.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი