
საგარეჯოში მცხოვრები მედდა, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგებმა მისი კონტაქტების კვლევა უკვე ჩაატარეს.
ინფიცირების ფაქტს კახეთის რწმუნებული და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი გამოეხმაურნენ. მათი ინფორმაციით, მედდას ტესტირება გაფართოებული კვლევის ფარგლებში ჩაუტარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მედდას პაციენტებთან შეხება არ ჰქონია. ნელი ხიზანიშვილის თქმით, კორონავირუსი გაფართოებულ კვლევაში მონაწილე დანარჩენ მედპერსონალსაც არ აღმოაჩნდათ, თუმცა, 30 მედიკოსს კიდევ აუღეს ანალიზი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
საეჭვო სიმპტომები არც მის გარშემო მყოფ პირებს აღენიშნებათ. ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ინფიცირებული მედდის 21 თანამშრომელს იკვლევენ.
შეგახსენებთ, საგარეჯოში მცხოვრებ მედდას ვირუსი PCR კვლევით დაუდასტურდა. ამჟამად მას დამატებით კვლევებს უტარებენ.