დღევანდელი, 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 095 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 1 160 პაციენტი.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.