არ მომხდარა ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, არ მჯერა ვახო სანაიასი - "უცნობი"

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს "ფორმულას" ჟურნალისზტე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი უნდა გაიმართოს გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, 2 000-მდე ხელმოწერა მიიტანა, რათა თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ.

"თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. [...] რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში, ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს ყველა საქმე, გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას. 

მე არ ვიცი თავდასხმა მოხდა, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მეჯრა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება დამაცადეთ რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ესეთი ფორმით კითხვების დასმა ძალადობაა, მე სხვაანირად აღვიქვამ მოვლენებს, თქვენ სხვანაირად, ხომ შეგიძლიათ დამანებოთ თავი?!", - თქვა გია გაჩეჩილაძემ. 

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა. ამავე თემაზე:

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი