თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, განცხადებით, თუ საქართველო ისრაელის მაგალითს გაიმეორებს მასობრივ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასე შეზღუდვების შემცირების გამორებაც მოხდება.
მისი თქმით, შემსუბუქებაზე მას შემდეგ უნდა ვისაუბროთ, როცა მოსახლეობის 30% მაინც იქნება აცრილი.
"ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ მის შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა ნუ უკავშირებთ იმიტომ რომ 2% გვყავს აცრილი და ეს პროცენტი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამსუბუქებს, როდესაც 30%-ზე მაინც ავალთ მერე ვილაპარაკოთ, ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი.
თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ ეს მინისტრმა ბრძანა თუ პირბადეების ხმარება თუ იქნა 90-95% და იქნა ვაქცინაცია მასიური და მთავრობამ არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს, პირბადეები და ვაქცინა და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 160 პაციენტი, ხოლო კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა.