ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში საფლავები გაძარცვეს. როგორც "მთავარისთვის" ხდება ცნობილი, გაქურდულია რამოდენიმე სასაფლაო, წაღებულია ე.წ. "დურალუმინის" მასალისგან დამზადებული ღობეების და კარის ფრაგმენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას და საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

ადგილობრივები მომხდარს მძიმე სოციალური ფონით ხსნიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი