ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს - ISFED გამკაცრებულ სანქციებზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" [ISFED] საქართველოს პარლამენტის მიერ, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სანქციები მკაცრდება.

არასამთავრობო ორაგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ნორმები "რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ".

"სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს.

საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამდეროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, მათ შორის ღამის საათებში,  საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი