ელდარ ივანიაშვილი საკუთრ მაღაზიაში ერთი გასროლით მოკლეს. მას შოთა დარბაისელმა გარედან სანადირო თოფიდან ესროლა.
70 წლის მამაკაცს მუცლის არეში მარჯვენა მხარეს მოხვდა ტყვია, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. შემთხვევის თვითმხილველი ყვება, რომ მკვლელობას წინ არ უძღოდა არც სიტყვიერი და არც ფიზიკური დაპირისპირება. დარბაისელმა ივანიაშვილს უსიტყვოდ ესროლა, რის შემდეგაც იქვე, რამდენიმე მეტრში ერთ-ერთი მაღაზიის შესასვლელთან სიცოცხლე თვითმკვლეობით დაასრულა.
მკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ მოკლულის ოჯახის ახლობლებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დარბაისელს მის მიერ მოკლულის ვალი ჰქონოდა, რადგან ივანიაშვილს საგარეჯოს ცენტრში ხორცის მაღაზია ჰქონდა. მეორე ვერსიით კი, მომხდარი შესაძლოა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.
ადგილობრივების თქმით, შოთა დარბაისელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და არ გამორიცხავენ, რომ ეს გამხდარიყო ამ საშინელი მკვლელობის პრობლემა.
საგარეჯო ცენტრში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ცხედრები ექსპერტიზაზე გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მათ საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.