ყვარელში, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ყვარელში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ხელში აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი