დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 310 310
  • გამოჯანმრთელებულია - 290 767
  • გარდაცვლილია - 4 110
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 090 , PCR ტესტით - 16 805
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,29%, ბოლო 14 დღის - 4,7%, ბოლო 7 დღის -  4,85%
  • კარანტინის რეჟიმში - 99
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 873
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 749

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 151 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 128 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი