
საოკუპაციო ხაზთან ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე დაჭრილი მამა-შვილსი ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობენ. ბადრი და პაპუნა ძანძავები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სროლის ხმა გავიგე და მაშინ გამოვვარდი, 9 საათი არ იყო ჩემი შვილი მინდორში იწვა და 11 --ის წუთებზე დაფიქსირდა სასწრაფო, მანამდე ჩემი დაჭრილი ბავშვი არ მომცეს. შვილს რომ არ გვაძლევდნენ მამამისსაც სცემეს და ესროლეს - ამბობს დაჭრილი ახალგაზრდას დედა.
ახლობლები პოლიციას ძალადობაში სდებენ ბრალს.
ბავშვი დაჭრა, მერე დაჭრილი ბავშვი მიწაზე გდია და ცემს პოლიცია, მამამისი, რომ მივიდა, მამამისსაც გაუწიეს წინააღმდეგობა...
ძირს დაგდებულ ბავშვს ურტყამდნენ და ესროლეს ტყვიაო" - ამბობენ დაჭრილების ახლობლები
გამომძიებლის ინფორმაციით კი სპეცოპერაციის დროს პოლიციელებიც დაშავდნენ. მისი თქმით, დაზიანებები სამართალდამცველებს მამა-შვილმა ბლაგვი საგნით მიაყენეს.
დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს. გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ავტორი: ემა გოგოხია