სექსუალური ძალადობა 7 წლის ბავშვზე - შსს-ს არავინ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

თურქეთის მოქალაქე, 30 წლამდე პირი და ორი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, უმძიმესი და სასტიკი დანაშაულის მთავარი მოქმედი პირები არიან. თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი გამაოგნებელი ფაქტის შესახებ ღიად საუბარს ყველა ერიდება.

ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლის ბიჭზე სექსუალურად მისსავე უბნელებმა იძალადეს. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ყველა, ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს, თუმცა ამ დრომდე, დაკავებული არავინაა.  ადგილობრივები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ თურქეთის მოქალაქე უბანში ახალი გადასული იყო და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

კამერის მიღმა, ადგილობრივები "მთავარ არხთან" ყვებიან, რომ მცირეწლოვანი უბნიდან მოშორებით, ე.წ. ბარაკებში აიყვანეს და სავარაუდო დანაშაულიც სწორედ იქ მოხდა. არასრულწლოვანი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მცირეწლოვანთან, უკვე სამი დღეა სოცმუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ. მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებულია ექსპერტიზაც. 

დაზარალებული მოზარდის ოჯახი და ადვოკატები დეტალებზე არ საუბრობენ, თავად მცირეწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი