"საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, მათი ["სინოფარმის" და "სინოვაკის"] ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი, ლიდერი ვაქცინების - „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასი“, რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს, განსაკუთრებით, „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“- 95%-ს აღწევს, ხოლო დაავდების გადადების პრევენციისთვის ნაკლებს, მაგრამ მაინც მთავარია მძიმე ფორმები. „სინოფარმის“ ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით, ისეთი დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. „სინოვაკის“ პროცენტები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენიმე კვლევა არის და შემდეგი შეხვედრისთვის გვეცოდინება".
- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.