ზღვის წყალი კოვიდ ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ შეიცავს - მზადება ტურისტული სეზონისთვის

გამოქვეყნდა:

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის შემთხვევების კლების შემთხვევაში, საქართველოში ზღვაზე დასვენება შესაძლებელი იყოს. მათი თქმით, ზღვის წყალი კოვიდ ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ შეიცავს და მთავარია საზოგადოებამ გაცემული რეკომენდაციები სწორად შეასრულოს.

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს. როგორც ცნობილია, თურქეთის ავიახაზები  ივნისიდან ფრენებს განაახლებს. სპეციალისტები აქაც რეკომენდაციების და უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვის საჭიროებაზე საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან:

უნდა იყოს გაწერილი რომ ნებისმიერი სტუმრისთვის უსაფრთხო იყოს სასტუმროში განთავსება. ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯი არ უნდა დაირღვეს. არ მინდა იმის დაშვება, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორი ჩამოვიდეს და დასვენების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურედეს. ეს იქნება დამაზიანებელი - ამბობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

​პირველ რიგში უნდა აღდგეს ფრენა მეტ ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნებთან და თერმოსკრინინგი უნდა ტარდებოდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ მომენტისათვის ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკური დისტანცირება იქნება საჭირო, ხოლო ზღვის წყალი კორონავირუსული ინფექციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს" ამბობს ალექსანდრე გოგინავა "მთავართან" საუბარში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი