კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 623-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ინფექციის 615 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა სპეციალურ ვებ გვერდზე მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელებული - 288 პაციენტი; გარდაცვლილია 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კონტაქტები არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი