საგარეჯოდან გადმოყვანილი მედდა ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული

გამოქვეყნდა:

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ საგარეჯოელი მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვს თუ არა მას კორონავირუსი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. პისიარ მეთოდით ჩატარებული კვლევა ექიმების გადაწყვეტილებით გადამოწმებას საჭიროებს. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა რომ ეს ტესტი ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული, არსებობს 15%-იანი ცდომილების შესაძლებლობა:

მედიკოსი რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭოროიშვილშიც, იმყოფება ბოქსირებულ  განყოფილებაში. ჩატარებულია პისიარ ტესტი, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, რომელიც ექიმების გადაწყვეტილებით საჭიროებს გადამოწმმებას" განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა

​კოვიდ ინფექციით დაავადებულთა რიცხვი კი დრეს 623-მდე გაიზარდა. იუნფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მანანა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კონტაქტები არიან.

მისივე თქმით, ინფექციურის ერთ ერთი პაციენტის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ამ დრომდე საყურადღებოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი