"მდგომარეობა სტაბილურია, ცხელება არ აქვს" - ექიმი ვაჟა-ფშაველაზე დაჭრილზე

გამოქვეყნდა:

ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაჭრილი მიშო დადიანი "კავკასიის მედიცინის ცენტრშია" მოთავსებული. შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსის თქმით, 32 წლის პოეტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბიულურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე, ჰერმოდინამიკულად სტაბილურია. ვენა იყო დაზიანებული მარჯვენა ზემოკდურზე და აღდგა მისი მთლიანობა, მიმდებარედ ნერვული ქსოვილი ყველაფერი გაიკერა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ცხელება არ აქვს, - თქვა ქეთევან ზურაბიშვილმა.

ახალგაზრდა კაცი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ 1-ლ მაისს ცივი იარაღით დაჭრეს. მომხდარზე გამოძება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი