ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 3 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 163 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 130 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი