შსს-მ სასაფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით, ჯარიმების გამოწერა დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი, ბადრი გრიგალაშვილი ავრცელებს:
თქვენ ხარ არაადმიანები, სადისტები.
გარდა იმისა, რომ სასაფლაოებს სპეცრაზმით იცავენ, უკვე ფბ-ზე დაიწყეს ფოტოების შემოწმება და ამის საფუძველზე დაჯარიმება.
ამ ადამიანს ურეკავენ ზესტაფონის პოლიციის განყოფილებიდან და ითხოვენ ხარაგაულის რაიონიდან ჩავიდეს ზესტაფონში 2000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად.
აუცილებლად მივყვებით ამ საქმეს და ფოტოს ატვირთვის გამო, სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანების 2000 ლარით დასჯას არ შეგარჩენთ" წერს გრიგალაშვილი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში, სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება და 2 000 ლარით ჯარიმდება. შეზღუდვა 4 მაისის ჩათვლით მოქმედებს.